მნიშვნელოვანი ინფორმაცია თსუ-ის პირველკურსელებისთვის!
შეიცვალა პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიების ჩატარების ადგილი და დრო!
ღონისძიება გაიმართება 18 სექტემბერს, 18:00 საათზე, ქ. რუსთავში, თავისუფლების მოედანზე.
ამავე დროს, მათ ვინც ამ დრომდე ვერ გაიარა რეგისტრაცია, ხვალ, 15 სექტემბერს, 18:00 საათამდე, დამატებით ეძლევათ შესაძლებლობა, დარეგისტრირდნენ ღონისძიებაზე და შემოუერთდნენ საზეიმო მიღებას. იხილეთ სარეგისტრაციო ბმული.
რუსთავში სტუდენტების ტრანსპორტირებას და უკან ჩამოყვანას უზრუნველყოფს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ავტობუსები განთავსდება ორ ლოკაციაზე:
• ვარაზისხევი — თსუ I კორპუსის მიმდებარე ტერიტორიია (ი.ჭავჭავაძის გამზ. 1);
• თსუ ბიბლიოთეკა (მაღლივი კორპუსის მიმდებარედ) (უნივერსიტეტის ქ. 48).
ავტობუსებთან შეკრების დრო: 18 სექტემბერი, 13:00 საათი.
უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ტრანსპორტით მოსარგებლე სტუდენტებს ღონისძიებაზე დასასწრები სამაჯურები ავტობუსებში გადაეცემათ.
პირველკურსელები, რომლებიც ღონისძიებაზე საკუთარი ტრანსპორტით გამოცხადდებიან, სამაჯურების მიღებას შეძლებენ ღონისძიების ტერიტორიაზე განთავსებულ თსუ-ს სპეციალურ სტენდთან.
ღონისძიების ტერიტორიაზე დაშვებისა და უსაფრთხოების შემოწმების გავლის მიზნით, სტუდენტებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ღონისძიებაზე დასასწრები სამაჯური და ელექტრონული მოსაწვევი. გთხოვთ, თან იქონიოთ მხოლოდ ღონისძიებაზე დასწრებისთვის აუცილებელი ნივთები.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
• სამაჯურის ტარება აუცილებელია;
• სამაჯურის თვითნებურად დაზიანების ან მოხსნის შემთხვევაში მისი შეცვლა შეუძლებელი იქნება და ღონისძიების ტერიტორიაზე ვერ დაიშვებით;
• სამაჯურთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ ღონისძიების დაცვის სამსახურს ფესტივალის შესასვლელთან.